გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე

ყველაფერი – ალერგიის ტესტირების შესახებ

ყველაფერი – ალერგიის ტესტირების შესახებ

ყველაფერი - ალერგიის ტესტირების შესახებ

ალერგიის ტესტირება

ალერგია არის ორგანიზმის სპეციფიკური, გადაჭარბებული იმუნური პასუხი ჩვეულებრივ, უსაფრთხო ნივთიერებებზე. ამ დროს იმუნური სისტემა, ზოგადად, უვნებელ ნივთიერებას შეცდომით აღიქვამს, როგორც ორგანიზმისთვის საშიშს.  ალერგიული რეაქციის გამომწვევ ანტიგენს ალერგენი ეწოდება. მის საპასუხოდ გამომუშავდება „სწრაფი რეაგირების ანტისხეული“ – იმუნოგლობულინი E (IgE).

ყველაზე ხშირად ალერგია სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებების, კანზე გამონაყრისა (დერმატოზების) და ანაფილაქსიური შოკის სახით ვლინდება.

ალერგიის განვითარებას, გარკვეულწილად, გენეტიკური წინასწარგანწყობა განაპირობებს.

რა არის და რას პასუხობს ალერგიის ტესტი?

ალერგოდიაგნოსტიკა ერთ-ერთი, ყველაზე მოთხოვნადი კვლევაა, რაც ალერგიულ დაავადებათა მნიშვნელოვანი მატებითა და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების გახშირებითაა გამოწვეული.

ალერგიის ტესტი გვაძლევს ინფორმაციას გამომწვევი ალერგენის შესახებ და გვეხმარება, სწორად დავგეგმოთ დაავადების მკურნალობისა და პრევენციის ღონისძიებები. 

რა სახის ტესტები არსებობს?

ალერგოდიაგნოსტიკისთვის არსებობს  ორი მეთოდი:

სისხლში შესაბამისი, სპეციფიური, ანტისხეულების (სპეციფიური IgE) განსაზღვრა;
კანის ალერგიული სინჯები.

როგორ მოვემზადოთ ალერგიის ტესტისთვის?

კანის ალერგიული სინჯის ჩატარების პრინციპი ემყარება იმ ფაქტს, რომ ალერგენების საწინააღმდეგო სპეციფიური ანტისხეულები დაფიქსირებულია კანისა და ლორწოვანი გარსების ქვეშ მოთავსებულ უჯრედებზე – მასტოციტებზე. ამიტომ, კანის ზედაპირულ შრეში შეყვანილი ალერგენი რეაქციაში შედის შესაბამის ანტისხეულთან და იწვევს კანის ალერგიულ ანთებას – სიწითლესა და ქავილს, რაც ადასტურებს ამ კონკრეტულ ნივთიერებაზე ალერგიის არსებობას. მიღებული შედეგის სანდოობისათვის, აუცილებელია, პროცედურის ჩატარებამდე 3-5 დღით ადრე, შევწყვიტოთ ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება, რათა არ დაითრგუნოს კანის რეაქცია.

სისხლის ანალიზებიდან, ყველაზე ხშირად, სპეციფიკური IgE-ს განსაზღვრას მიმართავენ. იმუნოგლობულინი E კლასი დაუყოვნებელი ტიპის ალერგიულ რეაქციებზეა პასუხისმგებელი. ეს ანალიზი ერთ-ერთი, ყველაზე ზუსტი და ძვირადღირებული მეთოდია მცენარეული, ეპიდერმული, ოთახის მტვრის ტკიპების, საკვების, ობის, სოკოს ალერგენების მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამოსავლენად. 

რა არის ალერგიის ტესტის მიზანი?

ალერგიის ტესტის მიზანია, შესაძლო ალერგენის ან ალერგენების გამოვლენა დაავადების შემდგომი მართვის მიზნით. ალერგენის გამოვლენა საშუალებას გვაძლევს, ჩავატაროთ სპეციფიური იმუნოთერაპია და ამით შევამციროთ იმუნური სისტემის მგრძნობელობა მოცემული ალერგენის მიმართ.             

ახლავს თუ არა რისკები ალერგიის ტესტებს?

კანის ალერგიული ტესტის ჩატარებისას, შესაძლოა, გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია ურტიკარიის, კვინკეს შეშუპებისა და ძალიან იშვიათ შემთხვევაში, ანაფილაქსიური მდგომარეობის სახით. 

რატომ ატარებენ ალერგიის ტესტებს?

ალერგოდიაგნოსტიკის დახმარებით, ექიმი ადგენს, რომელი ალერგენია გამომწვევი და რამდენად შეუძლია „დამნაშავე“ ალერგენს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციის გამოწვევა.

საჭიროა თუ არა ალერგიის ტესტი?

ალერგიული დაავადებების მართვა შესაძლებელია ალერგოდიაგნოსტიკის შემდეგ. „დამნაშავე“ ალერგენის გამოვლენა საშუალებას გვაძლევს, სწორად დავგეგმოთ ალერგიული დაავადებების მკურნალობა და თავიდან ავიცილოთ შემდგომი გამწვავება. 

ალერგენის უშუალო მიზეზის დადგენა თავიდან გვაცილებს მძიმე გართულებებს, საშუალებას გვაძლევს, უფრო ზუსტად შევარჩიოთ მკურნალობის გეგმა.

როგორ მოვიქცე, თუ ალერგია მაქვს?

ალერგიის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში, მიმართეთ პროფესიონალ ალერგოლოგს, სადაც სხვა ალერგოლოგიურ კვლევებთან ერთად, შესაძლებლობა გექნებათ, დაადგინოთ ალერგიის გამომწვევი მიზეზი და ამით უზრუნველჰყოთ თქვენი დაავადების სწორი მკურნალობა და მართვა. 

გაზიარება:

მსგავსი ბლოგები:

კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 14:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian