გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე

ლაბორატორიის მსოფლიო კვირეული

ლაბორატორიის მსოფლიო კვირეული

ლაბორატორიის კვირეული

ყოველი წლის 23-29 აპრილს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება სამედიცინო ლაბორატორიების პროფესიონალთა კვირეული. ეს თარიღი კიდევ ერთი საშუალებაა, საზოგადოებას შეახსენოს იმ ადამიანების მნიშვნელობა, ვისი საქმიანობაც ხშირად რჩება კადრს მიღმა, თუმცა რეალურად გმირობის ტოლფასია.

 იხილეთ ვიდეო 

ლაბორატორიული მედიცინის პროფესიონალები ასრულებენ გადამწყვეტ როლს ჯანდაცვის გაუმჯობესებასა და სამეცნიერო პროგრესში. ისინი პასუხისმგებელნი არიან ანალიზების ჩატარებაზე და შედეგების სწორ ინტერპრეტაციაზე, რაც პაციენტების დიაგნოზისა და შემდგომი მკურნალობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, დიაგნოზების დაახლოებით 70% სწორედ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ეყრდნობა.

წელს ჩატარებული კვირეული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ისეთ საკითხებს, როგორიცაა უსაფრთხოება, ხარისხის კონტროლი, ეთიკური სტანდარტები და ლაბორატორიული მედიცინის საზოგადოებრივი როლი.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ულოცავს ლაბორატორიული მედიცინის პროფესიონალებს მათ პროფესიულ დღეს და მადლობას უხდის ყოველდღიური შრომისთვის, რომელიც პირდაპირ აისახება მედიცინის განვითარებასა და ადამიანების სიცოცხლის ხარისხზე.

გაზიარება:

მსგავსი ბლოგები:

კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 14:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian