“ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” სამედიცინო დირექტორი, დოქტორი ირაკლი გოგოხია, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმუნიტეტი” დეპრესიასა და მის თანამედროვე მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.
დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დარღვევაა, რომელიც ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება.
რეზისტენტული დეპრესია ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც პაციენტი არ რეაგირებს ტრადიციულ ანტიდეპრესანტებზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის ალტერნატიული გზების მოძიება.
კეტამინოთერაპია ინოვაციური მეთოდია, რომელიც სწორედ რეზისტენტული დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება. კეტამინი მოქმედებს ტვინის რეცეპტორებზე განსხვავებული მექანიზმით და ხშირად იძლევა სწრაფ ეფექტს იქ, სადაც სხვა მეთოდები ხშირად უშედეგოა.
ეს თანამედროვე მეთოდი უკვე ხელმისაწვდომია ამერიკულ ჰოსპიტალში და ახალი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ეფექტურ გამოსავალს ეძებს.