ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ჰოსპიტალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.ahtbilisi.com
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა, განხორციელება, მართვა და კონტროლი;
- საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისად შრომის უსაფრთხოების მართვის დოკუმენტირებული სისტემის შექმნა და პერიოდული განახლება;
- საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება, საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა, დოკუმენტირება და პერიოდული გადახედვა პასუხისმგებელ პირებთან კოორდინირებით;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განსაზღვრა, დასაქმებულთა უზრუნველყოფა და კონტროლი მათ სწორად გამოყენებაზე;
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ტრენინგების გეგმის შედგენა: საჭიროების განსაზღვრა, ორგანიზება, ჩატარება და შედეგების ანალიზი;
- ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა პერსონალის ტრენინგებთან დაკავშირებით შრომის უსაფრთხოების სფეროში;
- შრომის უსაფრთხოების კონტრაქტორ კომპანიასთან კომუნიკაცია და მათი მითითებების/რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;
- შრომის უსაფრთხოების კონტრაქტორი კომპანიის მიერ შედგენილი პრევენციული და რისკების შესამცირებელი ღონისძიებების შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
- შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დადგენილი პერიოდულობით, სამუშაო სივრცის/ადგილების ინსპექტირება და სამუშაო აღჭურვილობის, დანადგარების გეგმა გრაფიკის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
- საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის კვლევა და ანგარიშის მომზადება.
- კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სატრენინგო პროგრამების შემუშავებისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
- აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ცოდნა;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სწავლების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.