„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი” აცხადებს ვაკანსიას სერვისის კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჰოსპიტალში შემოსული პაციენტის ან ვიზიტორის თავაზიანი დახვედრა, მიღება და შემდგომი გადამისამართება საჭიროებისამებრ
- პაციენტის და/ან მისი ოჯახის წევრისთვის პირველადი საჭირო ინფორმაცის მიწოდება
- პაციენტის და/ან მისი ოჯახის წევრისთვის ჰოსპიტალის სერვისების გაცნობა
- პაციენტის დახმარება ჰოსპიტალში ორიენტირებისას
- პაციენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და სწორი მიმართულების მიცემა
- პაციენტისთვის საკუთარი უფლებების გაცნობა ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის პოლიტიკის გათვალისწინებით
- პაციენტთან დაკავშირებული პირადი და სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა
- უკმაყოფილო პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის პრობლების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა კომპეტენციებისა და უფლებამოსილების ფარგლებში
- პაციენტთა კმაყოფილების შეფასების პროცესში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიცინის, ბიზნეს ადმინისტრირების, უცხო ენების, ჯანდაცვის მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან სხვა შესაბამისი სპეციალობით
- ინლისური ენის ცოდნა B2 დონე
პიროვნული უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- ეფექტური მომსახურების (სერვის პლუსი) უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- გაწონასწორებული
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- ანალიტიკური უნარი
- კეთილგანწყობილი და თავაზიანი
- ემპათიური
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.