Pharmacist
Medical Services

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მედიკამენტების ფარმაკოლოგიური ჯგუფების, მოქმედების მექანიზმების ცოდნა
** მედიკამენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის შესაბამისი სამსახურებისთვის საჭიროებისამებრ მიწოდება, სატელეფონო, ელექტრონული თუ სხვა საშუალებებით
** კლინიკის აფთიაქში შემოსული მოთხოვნების ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება
** პროდუქციის ნაშთების და მარაგების კონტროლი და აღწერა, მისი ელექტრონულ ბაზასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** პროდუქციის განთავსება მათთვის განსაზღვრულ ადგილზე, მათი ინსტრუქციის შესაბამისად. ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით მარკირება რათა დაცული იყოს ტემპერატურა, ტენიანობა, მათი ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა
** ზემდგომი პირ(ებ)ისგან მოცემული სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება
** კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა
** აფთიაქში სანიტარულ-ჰიგიენურ პირობების დაცვა

მოთხოვნები:

** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება, მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
** ფარმაცევტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; კლინიკის აფთიაქში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა B1 ან B2 დონეზე

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გაწონასწორებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** წესრიგის დაცვა
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

ONLINE APPOINTMENT

Please Fill Out The Form Below For An Appointment. Our Call Center Will Contact You As Soon As Possible.

Send CV