Lawyer
Executive Office

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰოსპიტალის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების მიწოდება და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კონსოლიდირება

** კომპეტენციის ფარგლებში, სადავო საკითხების სამართლებრივ გადაწყვეტასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება

** კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ან ჰოსპიტალის სახელით გასაფორმებელი ადმინისტრაციული გარიგებების (შეთანხმებები, მემორანდუმები, ხელშეკრულებები და ა.შ.) პროექტების მომზადება, ან პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, მოთხოვნისამებრ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ან ადმინისტრაციული გარიგებების ექსპერტიზა

** ჰოსპიტალის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის განხრით

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესია ჯანდაცვის სფეროში

** ინგლისური ენის ცოდნა B2/C1 დონეზე

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Power Point, Outlook)

 

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

** გუნდური მუშაობის უნარი

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

** დროის ეფექტურად მართვის უნარი

 

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

ONLINE APPOINTMENT

Please Fill Out The Form Below For An Appointment. Our Call Center Will Contact You As Soon As Possible.

Send CV