ER Registration Specialist
Finance Division

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა

 

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის (ER) რეგისტრატორის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტის მიღება, მისი იდენტიფიცირება, რეგისტრაცია
  • სამედიცინო ბარათის გახსნა
  • სამედიცინო მომსახურების ფინანსური აღრიცხვა პროგრამულად
  • სალარო ოპერაციების წარმოება
  • თანხის უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა
  • გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვა
  • სამუშაო დღის ბოლოს სალაროს დახურვა პროცედურის შესაბამისად
  • ელექტრონული სისტემის საშუალებით, პაციენტის გადამისამართება სამედიცინო სერვისის მისაღებად
  • ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე მოთხოვნის/შეტყობინების პროგრამულად დაფიქსირება
  • სამედიცინო შემთხვევების შეტყობინების გადაცემა სადაზღვევო კომპანიებისთვის; საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის მომზადება და გადაგზავნა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონეზე
  • სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა

 

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • მოქნილობა და ადაპტაციის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში..

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

 

 

ONLINE APPOINTMENT

Please Fill Out The Form Below For An Appointment. Our Call Center Will Contact You As Soon As Possible.

Send CV