ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის (ER) რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტის მიღება, მისი იდენტიფიცირება, რეგისტრაცია
- სამედიცინო ბარათის გახსნა
- სამედიცინო მომსახურების ფინანსური აღრიცხვა პროგრამულად
- სალარო ოპერაციების წარმოება
- თანხის უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა
- გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვა
- სამუშაო დღის ბოლოს სალაროს დახურვა პროცედურის შესაბამისად
- ელექტრონული სისტემის საშუალებით, პაციენტის გადამისამართება სამედიცინო სერვისის მისაღებად
- ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე მოთხოვნის/შეტყობინების პროგრამულად დაფიქსირება
- სამედიცინო შემთხვევების შეტყობინების გადაცემა სადაზღვევო კომპანიებისთვის; საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის მომზადება და გადაგზავნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონეზე
- სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი
- მოქნილობა და ადაპტაციის უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, ან შეავსოთ აპლიკაცია.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.