Document Control Specialist
Executive Office

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საქმისწარმოების პროცედურების, დოკუმენტირების სტანდარტებისა და კორესპონდენციის ბრუნვის სისტემის შექმნა, დანერგვა და კონტროლი
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის  დამუშავება, რეგისტრაცია, დროულად გადანაწილება, შენახვის და დანიშნულებისამებრ გაგზავნის უზრუნველყოფა
  • დოკუმენტების შინაარსის მიხედვით სააღრიცხვო/საცნობარო ელექტრონული და ბეჭდური რეესტრის წარმოება
  • შემოსული დოკუმენტების დროული განხილვის, განაწილებისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზება
  • დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულების კონტროლი
  • დოკუმენტების შენახვა/არქივირება
  • დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა – დაბეჭდვის, ასლების გადაღების და ოპერატიული გამრავლების უზრუნველყოფა
  • საქმისწარმოების საკითხებზე თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება, კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა
  • საფოსტო-საკურიერო კომპანიებთან ურთიერთობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი  განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების B1 დონეზე ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა
  • საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

 

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის საუკეთესო უნარები
  • გაწონასწორებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტური მართვის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი

 

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

ONLINE APPOINTMENT

Please Fill Out The Form Below For An Appointment. Our Call Center Will Contact You As Soon As Possible.

Send CV