ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საქმისწარმოების პროცედურების, დოკუმენტირების სტანდარტებისა და კორესპონდენციის ბრუნვის სისტემის შექმნა, დანერგვა და კონტროლი
- შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, დროულად გადანაწილება, შენახვის და დანიშნულებისამებრ გაგზავნის უზრუნველყოფა
- დოკუმენტების შინაარსის მიხედვით სააღრიცხვო/საცნობარო ელექტრონული და ბეჭდური რეესტრის წარმოება
- შემოსული დოკუმენტების დროული განხილვის, განაწილებისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზება
- დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულების კონტროლი
- დოკუმენტების შენახვა/არქივირება
- დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა – დაბეჭდვის, ასლების გადაღების და ოპერატიული გამრავლების უზრუნველყოფა
- საქმისწარმოების საკითხებზე თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება, კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა
- საფოსტო-საკურიერო კომპანიებთან ურთიერთობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების B1 დონეზე ცოდნა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა
- საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის საუკეთესო უნარები
- გაწონასწორებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- განვითარებაზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტური მართვის უნარი
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
- კონფიდენციალობის დაცვის უნარი
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.