Doctor's Assistant
Medical Services

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს ექიმის დახმარება ადმინისტრაციული საკითხებისა და პაციენტის მომსახურების მიმართულებით
** კლინიკის მიერ შემუშავებული პოლიტიკების და პროტოკოლების შესრულება
** ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაში მუშაობა უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში
** კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება
** ექიმის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება
** სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება
** პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტების შესაბამისად
** პაციენტის ისტორიის შევსება ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით
** ექიმის მითითებით, პაციენტებთან კომუნიკაცია (სატელეფონო, ელექტრონული, ინტერპერსონალური) დაავადებაზე მეთვალყურეობის მიზნით
** უკმაყოფილო პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება პრეტენზიის დაფიქსირების პროცედურის შესახებ
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მედიცინის/საზოგადოებრივი ჯანდაცვის/ჯანდაცვის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (Word, Excel, Outlook)
** სერვისის სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** კეთილგანწყობა და თავაზიანობა
** ემპათიურობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

ONLINE APPOINTMENT

Please Fill Out The Form Below For An Appointment. Our Call Center Will Contact You As Soon As Possible.

Send CV