“ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი” აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაოს მიზანია ქოლცენტრში შემომავალი და გამავალი ზარების მართვა პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების დადგენილი სტანდარტებით მომსახურება და მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ქოლცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება
** კომუნიკაციის სხვადასხვა არხებით შემოსულ კითხვებზე-მომართვებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება
** ქოლცენტრის ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანა
** ქოლცენტრიდან გამავალი ზარების შესრულება
** პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების, მომხმარებელთა კლინიკაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად მომსახურება
** უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა: ტრეინინგზე დასწრება და მუდმივი განვითარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის ადმინისტრირების ან მედიცინის განხრით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა B1 ან B2 დონეზე
პიროვნული უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ეფექტური მომსახურების (სერვის პლუსი) უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სტრესგამძლეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური უნარი
** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი
** კეთილგანწყობილი და თავაზიანი
** ემპათიური
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.