Biomedical Engineer/Technician
Biomedical Department

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას ბიოსამედიცინო ინჟინრის/ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო აპარატურის ინსტალაციაციის პროცესში მონაწილეობა და თანმდევი რეგულარული მომსახურების უზრუნველყოფა
** ყველა ტიპის სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და პრობლემის აღმოფხვრაში მონაწილეობა
** ჰოსპიტალში სერვისის უწყვეტობის მიზნით აპარატურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** აპარატურის შეკეთებისა და მოვლის პროცესში მონაწილეობის მიღება
** მენეჯერისთვის სამედიცინო აპარატურის მუშაობის ხარისხის შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება; ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, რაც თან ახლავს აპარატურის მონტაჟს, შეკეთებას, და მომსახურებას
** უშუალო ხელმძღვანელთან დროული ანგარიშგების წარმოება
** სამედიცინო აპარატურის მწარმოებლების მიერ მოწოდებული მომსახურებისა და მომხმარებლების სახელმძღვანელოების საფუძვლიანად შესწავლა
** საჭიროების შემთხვევაში აპარატურის პროგრამული ნაწილის გამართვა, ოფციების გააქტიურება, პროგრამის ვერსიების განახლება ან ხელახლა გადაყენება
** სამედიცინო აპარატურასთან სამუშაო წესების შესრულება დროულად, უშეცდომოდ და სრულყოფილად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიო-სამედიცინო ინჟინერიის, ან მომიჯნავე სპეციალობების განხრით
** მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა A2 ან B1 დონეზე

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პრობლემის იდენტიფიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

ONLINE APPOINTMENT

Please Fill Out The Form Below For An Appointment. Our Call Center Will Contact You As Soon As Possible.

Send CV