Warehouse Operator
Supply Chain Department

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე მარაგების მართვის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად
** შესყიდული საქონლის დასაწყობება და აღრიცხვა
** პროდუქციის გაცემა/მიღება დადგენილი წესის მიხედვით
** საქონლის მიღებასა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა და დამუშავება
** მიღებული პროდუქციის დახარისხება, მისი უსაფრთხოდ და სწორად განლაგება
** პროდუქციის ვადების კონტროლი
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლში მონაწილეობის მიღება
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
** საწყობის ნაშთების კონტროლი
** სანიტრული მდგომარეობის კონტროლი, საწყობის ჰიგიენის დაცვა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილებას
** სავალდებულოა საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** პრიორიტეტულია სასაწყობე ან საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის უნარი
** სხარტად აზროვნების უნარი
** წინასწარ დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** წესრიგის დაცვა
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

ONLINE APPOINTMENT

Please Fill Out The Form Below For An Appointment. Our Call Center Will Contact You As Soon As Possible.

Send CV