სასაწყობე მარაგების მართვის ოპერატორი
Supply Chain Department

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე მარაგების მართვის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად
  • შესყიდული სამედიცინო პროდუქციის დასაწყობება და აღრიცხვა
  • პროდუქციის გაცემა/მიღება დადგენილი წესის მიხედვით
  • სამედიცინო საქონლის მიღებასა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
  • პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა და დამუშავება
  • მიღებული პროდუქციის დახარისხება, მისი უსაფრთხოდ და სწორად განლაგება
  • პროდუქციის ვადების კონტროლი
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლში მონაწილეობის მიღება
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
  • საწყობის ნაშთების კონტროლი
  • სანიტრული მდგომარეობის კონტროლი, საწყობის ჰიგიენის დაცვა
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სამედიცინო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
  • პრიორიტეტულია სასაწყობე ან საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის უნარი
  • სხარტად აზროვნების უნარი
  • წინასწარ დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტური მართვის უნარი
  • წესრიგის დაცვა
  • შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.

აპლიკაციის შევსება