პედიატრის ასისტენტი
Medical Services

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი აცხადებს ვაკანსიას პედიატრის ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქციები

  • უზრუნველყოს ექიმის დახმარება ადმინისტრაციული საკითხებისა და პაციენტის მომსახურების მიმართულებით;
  • კლინიკის მიერ შემუშავებული პოლისებისა და პროტოკოლების შესრულება;
  • ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაში მუშაობა უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში;
  • ექიმის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება;
  • პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტების შესაბამისად;
  • პაციენტის ისტორიის შევსება ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
  • ექიმის მითითებით პაციენტებთან კომუნიკაცია (სატელეფონო, ელექტრონული, ინტერპერსონალური) დაავადებაზე მეთვალყურეობის მიზნით;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (Word, Excel, Outlook)
  • სერვისის სტანდარტების ცოდნა

პიროვნული უნარები

  • კეთილგანწყობა და თავაზიანობა
  • ემპათიურობა
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.

აპლიკაციის შევსება