კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ფრჩხილებისა და თმის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, კანზე წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მოცილება, კანის ქრონიკული დაავადებების მართვა - ყველა ამ „გამოწვევას“ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ დერმატოვენეროლოგი ნელი ბაკურაძე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება. თვლის, რომ პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ მედიცინის თანამედროვე მეთოდებითაა შესაძლებელი. ნელი ბაკურაძეს გავლილი აქვს ტრიქოსკოპიის სასწავლო კურსი რუსეთში, დერმატოჰისტოპათოლოგიის პრაქტიკული კურსი კი თურქეთში, „ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში“. პრაქტიკულ დერმატოლოგიაში კვალიფიკაცია კი მან აშშ-სა და გერმანიაში აიმაღლა.