ლევან ქაჯაია

კომპეტენტური, ყურადღებიანი და მზრუნველი ექიმი - ასე ახასიათებენ მშობლები „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ პედიატრს, ორთოპედსა და ქირურგს ლევან ქაჯაიას. ის არასდროს ანსხვავებს პაციენტებს საკუთარი შვილებისგან, გამოჯანმრთელებული ბავშვების ბედნიერი ღიმილი კი საკმარისი მოტივაციაა მისთვის, რათა პროფესიული განვითარება არ შეწყვიტოს. საქართველოს გარდა, პროფესიული გამოცდილება მოსკოვში, ნ.ნ. პრიოროვის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრალურ ინსტიტუტში შეიძინა. ლევან ქაჯაია არის, როგორც ორთოპედიული ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის საერთაშორისო, ასევე საქართველოს საზოგადოებების წევრი.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
ბავშვთა ორთოპედი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2020-2021
ჯერარსის კლინიკა;
2020-2021
ბავშვთა ორთოპედი, MediClub Georgia;
2018-2021
ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტი;
2016-2021
პედიატრიული პრივატ კლინიკა;
2011- დღემდე
ბავშვთა ორთოპედი, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი;
2014-2015
ბავშვთა ორთოპედი, სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“;
2011-2012
ტრავმატოლოგი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო .

განათლება

2007-2010
დოქტორი; ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტი. მოსკოვი, რუსეთი;
2005-2007
რეზიდენტურა, ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტი. მოსკოვი, რუსეთი;
2004-2005
სტაჟირება ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის განყოფილებაში. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა;
1995-2002
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ასოციაცია

ორთოპედიული ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება;
ფონდი „The Little Wings“;
საქართველოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის საზოგადოება.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.