კახაბერ თოდუა

„ცოდნა, რასაც ახლა ვფლობ, შეიძლება ითქვას, შთამომავლობით მაქვს გადმოცემული,“ - ამბობს ონკო-ქირურგი, კახაბერ თოდუა, რომელიც „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების მიმართულებას ხელმძღვანელობს. კახაბერ თოდუა ცნობილი ექიმების გარემოცვაში გაიზარდა. როგორც ამბობს, ძირითადი სამედიცინო განათლება მამისგან, ცნობილი ონკო-ქირურგისგან - რაიბულ თოდუასგან მიიღო. შემდეგ კი თურქეთის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიისა და გერმანიის გამოცდილება დაუმატა. კახა თოდუამ სტაჟირება გაიარა საფრანგეთში, ქ. მარსელში „ნორდის“ ჰოსპიტალში, ონკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტში. შემდეგ კი ვაშინგტონში, ამერიკის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. კახა თოდუა ამერიკის ონკო-ქირურგთა ასოციაციის, ასევე ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის ასოციაციის წევრია. არის ევროპის ონკო-ქირურგთა ასოციაციის წევრიც. ჩატარებული აქვს არაერთი იშვიათი ოპერაცია, არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
კანის, რბილი ქსოვილების და ძვლების სიმსივნეების მიმართულების ხელმძღვანელი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2017-2020
კანის, რბილი ქსოვილისა და ძვლის სიმსივნეების განყოფილების უფროსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა“;
2013 – 2021
კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების დეპარტამენტის უფროსი, „ნიუ ვიჟენის“ საუნივერსიტეტო კლინიკა;
2011- 2016
მედიცინის დოქტორი, ონკო-ქირურგი, მაღალტექნოლოგიური ცენტრი, „საუნივერსიტეტო კლინიკა“;
2011 –2020
კანის, რბილი ქსოვილისა და ძვლის სიმსივნეების განყოფილების უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „თბილისის ონკოლოგიური ცენტრი“;
2010- 2014
მედიცინის დოქტორი, ონკო-ქირურგი, სამედიცინო ცენტრი „იუნონა“;
2009-2013
მედიცინის დოქტორი, კანის, რბილი ქსოვილისა და ძვლის სიმსივნეების განყოფილება, „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“;

განათლება

1997-2005
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“.

ასოციაცია

ASCO
SSO
ESMO

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.