ინფექციური დაავადებების წილი მსოფლიოში დღითიდღე იზრდება და COVID-19 პანდემია ამის ნათელი მაგალითია. ასევე, ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად ანტიბიოტიკებზე მზარდი რეზისტენტობა რჩება. სწორედ ამიტომ აირჩია ეს მიმართულება ახალგაზრდა, ენერგიულმა, მოტივირებულმა ექიმმა გიორგი კორკოტაშვილმა და უკვე 12 წელია ამ მიმართულებით საქმიანობს. რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია და ინფექციის კონტროლის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ პრიორიტეტს წარმოადგენს, რის შესაძლებლობასაც კლინიკის ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდი ქმნის.