იური ჭითანავა

მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის დასრულების შემდეგ, იური ჭითანავამ სწავლა განაგრძო რუსეთის ხალხთა თანამეგობრობის უნივერსიტეტში, როგორც ასპირანტმა, სადაც დაიცვა საკანდიდატო დესერტაცია თემაზე: „ადენომიოზით გამოწვეული ქრონიკული მენჯის ტკივილის მკურნალობის ეფექტურობა“. უწყვეტი პროფესიული განათლების ფარგლებში, გავლილი აქვს კურსები ლაპარასკოპიაში, გისტეროსკოპიასა და ულტრაბგერითი დიაგნოსტირების პროგრამაში. წლების განმავლობაში, მუშაობდა მეან-გინეკოლოგად მოსკოვის სხვადასხვა კლინიკებში, რის შედეგადაც მიიღო უნიკალური გამოცდილება გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში. ფლობს ყველა თანამედროვე გინეკოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო ტექნოლოგიებს. გარდა პრაქტიკული მუშაობისა, იური ჭითანავა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში, გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამედიცინო სტატია.

სამუშაო გამოცდილება

2022-დან დღემდე
ექიმი, მეან-გინეკოლოგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2020-2022
ექიმი, მეან-გინეკოლოგი, კლინიკური საავადმყოფო #51, მოსკოვი, რუსეთი;
2011-2020
ექიმი, მეან-გინეკოლოგი, გინეკოლოგიური საავადმყოფო #11, მოსკოვი, რუსეთი;
2009-2011
ექიმი, მეან-გინეკოლოგი, ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, მოსკოვი, რუსეთი;

განათლება

2021
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რუსეთის ხალხთა თანამეგობრობის უნივერსიტეტი მოსკოვი, რუსეთი;
2020-2021
უწყვეტი პროფესიული განათლება, ულტრაბგერითი დიაგნოსტირების პროგრამა, რუსეთის ხალხთა თანამეგობრობის უნივერსიტეტი, მოსკოვი, რუსეთი;
2017
ინტრაკორპორალური ნაკერი ლაპარასკოპიულ ქირურგიაში, ბოტკინის სახელობის კლინიკური საავადმყოფო, მოსკოვი, რუსეთი;
2007-2009
მეან-გინეკოლოგია, აკადემიკოს ი.მ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის უმაღლესი პროფესიული სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება, მოსკოვი, რუსეთი;
2002-2007
სამედიცინო ფაკულტეტი, აკადემიკოს ი.მ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემია, მოსკოვი.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.