ლიკა ნამგალაძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ლიკა ნამგალაძემ სწავლა განაგრძო ა.ბაკულევის სახელობის რუსეთის სამეცნიერო გულ-სისხლძარღვთა ქირურგიული ცენტრის კლინიკურ ორდინატურაში, კარდიოლოგის სპეციალობით. წლების განმავლობაში, ლიკა ნამგალაძე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სემინარებსა და ტრენინგებში საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში, ხოლო კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა იტალიაში. 2016 წლიდან, ის ლევან ქარაზანიშვილის კარდიოქირურგიული გუნდის წევრია.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
კარდიოლოგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2021
კოვიდ ლიდერი, კოვიდ განყოფილების ხელმძღვანელი, ივ.ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“;
2020-2021
კარდიოლოგი, ექოკარდიოსკოპისტი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“;
2018-დღემდე
კარდიოლოგი, ექოკარდიოსკოპისტი, ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი. სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“;
2016-2018
კარდიოოლოგი, ექოკარდიოსკოპისტი, მცხეთის სამედიცინო ცენტრი;
2016-2018
კარდიოლოგი, ისრაელი-საქართველოს კვლევითი კლინიკა „ჰელსიკორი“;
2013-2015
ექიმი-ორდინატორი, ბაკულევის სახელობის რუსეთის სამეცნიერო გულ-სისხლძარღვთა ქირურგიული ცენტრი;
2011-2013
სტაჟიორი, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა;
2012
მიკროქირურგია, სტაჟიორი, ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტი AFTER MKHITAR HERATSI;

განათლება

2018
ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია;
2013-2015
კლინიკური ორდინატურა კარდიოლოგიაში, ბაკულევის სახელობის რუსეთის სამეცნიერო გულ-სისხლძარღვთა ქირურგიული ცენტრი;
2007-2013
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.