არჩილ წულაძე

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ გუნდს ოტორინოლარინგოლოგი არჩილ წულაძე შემოუერთდა. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში. ამავდროულად, პოსტდიპლომური სწავლებით, ვითარდებოდა საზღვარგარეთ, მათ შორის გერმანიაში. ახლახან გაიარა პირ-ხახის ქირურგიის პრაქტიკა თურქეთში. ის საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა და თავ-კისრის ქირურგთა საზოგადოების თანადამფუძნებელია. გამოცდილი და ენერგიული ექიმი, თავის გუნდთან ერთად, თითოეულ პაციენტზე ორიენტირებულ სერვისს უზრუნველყოფს.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2017
ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი, ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა;
2009-2016
ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი, ყელ–ყურ ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა;
2009-2010
ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი, თბილისის მე-2 მრავალპროფილური საავადმყოფო.

განათლება

2020
პირ-ხახის ქირურგიის კურსი Medtronic, სტამბული, თურქეთი;
2020
კიოლნის საუნივერსიტეტო კლინკა ყელ–ყურ ცხვირის სნეულებათა კლინიკა და პოლიკლინიკა, კიოლნი, გერმანია;
2011
ჰოსპიტაცია, კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკა ყელ–ყურ ცხვირის სნეულებათა კლინიკა და პოლიკლინიკა, კიოლნი, გერმანია;
2010
ჰოსპიტაცია, დრეზდენის საუნივერსიტეტო კლინიკა კარლ-გუსტავ კარუსის სახელობის ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა კლინიკა და პოლიკლინიკა, დრეზდენი, გერმანია;
2009
ჰოსპიტაცია, დრეზდენის საუნივერსიტეტო კლინიკა კარლ-გუსტავ კარუსის სახელობის ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა კლინიკა და პოლიკლინიკა, დრეზდენი, გერმანია;
2006-2008
კლინიკური ორდინატურა, სპეციალობა - ოტორინოლარინგოლოგია. პ.ლ. შუპიკის სახელობის დიპლომისშემდგომი განათლების ნაციონალური სამედიცინო აკადემია, კიევი, უკრაინა;
2004
ჰოსპიტაცია, იენის საუნივერსიტეტო კლინიკა ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა კლინიკა და პოლიკლინიკა, იენა, გერმანია;
2002
ჰოსპიტაცია, ჰაჯეტეპეს სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, ანკარა, თურქეთი;
2001-2006
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.