დავით შენგელია

ინტერვენციული რადიოლოგია თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ერთ-ერთი პოპულარული და განვითარებადი მიმართულებაა. ამ უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიის საშუალებით, მრავალი ოპერაციის თავიდან აცილებაა შესაძლებელი და ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ საქართველოში, ეს სერვისი მხოლოდ ერთეულ კლინიკებშია ხელმისაწვდომი.

„ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“, ინტერვენციული რადიოლოგიის მიმართულებას ექიმი რადიოლოგი, დავით შენგელია ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას, მედიცინის ამ მიმართულებით მხოლოდ ერთი მიზეზით დაინტერესდა - ქვეყნის მასშტაბით, ინტერვენციული მედიცინა მძლავრად და სრული დატვირთვით არაა წარმოდგენილი. ინტერვენციული რადიოლოგია სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიზნით, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ულტრაბგერის ან რენტგენის კონტროლის საშუალებით და მინიმალური ინვაზიით, სხვადასხვა სახის მანიპულაციების ჩატარებას გულისხმობს.

სამუშაო გამოცდილება

2019 - დღემდე
ქირურგიის ეროვნული ცენტრი, მიწვეული სპეციალისტი;
2014-2015
DKC კლინიკა, ექიმი რადიოლოგი;
2013-2017
ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, ექიმი რადიოლოგი;
2013-2016
კლინიკა „გული“, ექიმი რადიოლოგი;
2012-2014
კლინიკა „მერამედი“, ექიმი რადიოლოგი;

განათლება

2019-2020
ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტი, სეულის სამედიცინო ცენტრი, სამხრეთ კორეა;
2018
კარდიოინტერვენციული და ინტერვენციული რადიოლოგიის კონგრესი, ლისაბონი, პორტუგალია;
2014
ტრენინგი გულმკერდის აორტის ანერვრიზმის დროს, დაფარული სტენტის ინპლანტაცია და მუცლის ღრუს აორტის ანევრიზმის დროს დაფარული სტენტის ინპლანტაცია მაასტრიხტი, ჰოლანდია;
2014
ინტერვენციული რადიოლოგია, იზმირი, თურქეთი;
2010-2011
ტრენინგ-კურსი დიაგნოსტიკურ ულტრაბგერაში, „გეოგეფ“ ცენტრი;
2006
ინტენსიური თერაპია, ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრი;
2008-2010
რეზიდენტურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
2003
განათლებისშემდგომი კურსი მუცლის ღრუს ქირურგიაში, წმ. მარინას სამედიცინო ცენტრი, ვარნა, ბულგარეთი;
2001-2006
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი მედიცინაში.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.