ანზორ ლაგვილავა

მრავალწლიანი წარმატებული პრაქტიკული გამოცდილების მქონე ზოგადი ქირურგი, ანზორ ლაგვილავა არაერთი საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციის წევრია. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, კვალიფიკაცია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ისრაელსა და რუსეთში აიმაღლა. ანზორ ლაგვილავა ექიმების ოჯახში გაიზარდა და პროფესიონალად საუკეთესო პედაგოგების დახმარებით იქცა. ონკოქირურგის თქმით, იყო ექიმი ნიშნავს ფიზიკურად და ემოციურად გიყვარდეს შენი საქმე. ანზორ ლაგვილავა უპირატესობას ანიჭებს თანამედროვე ქირურგიული მკურნალობის ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა ლაპარასკოპია, თორაკოსკოპია და რობოტული ქირურგია. ანზორ ლაგვილავა „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ზოგადი ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელია.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
ზოგადი ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2014-2021
შპს „ნიუ ჰოსპიტალსი“, ზოგადი ქირურგი, ქირურგი-ონკოლოგი, თორაკალური ქირურგი;
2010-2015
შპს ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა „მედულა“, ზოგადი ქირურგი, თორაკალური ქირურგი, ქირურგი ონკოლოგ-მამოლოგი;
2007-2012
ზოგადი ქირურგი-რეზიდენტი, „პირველი კლინიკური საავადმყოფო“, შპს ზოგად ქირურგიული კლინიკა, გადაუდებელი ქირურგიის ცენტრი.

განათლება

2020
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორანტი, სპეციალობა ქირურგია (სდასუ);
2013
სუბსპეციალობის მოწმობა „ქირურგიული ონკოლოგია“;
2013
სუბსპეციალობის მოწმობა „თორაკალური ქირურგია“;
2013
სახელმწიფო სერთიფიკატი „ზოგადი ქირურგია“;
2007-2012
რეზიდენტურა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
2000-2006
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.