პროფ. მერაბ კილაძე

ექიმი მერაბ კილაძე უკვე ორმოც წელზე მეტია, რაც ზოგადი და ონკოლოგიური ქირურგიის დარგში მოღვაწეობს. მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების ასათვისებლად, უწყვეტად ვითარდებოდა და იმაღლებდა კვალიფიკაციას საზღვარგარეთ აშშ-ში, იაპონიაში, გერმანიაში, რუსეთსა და ისრაელში. ის გახლავთ ამერიკისა და საერთაშორისო ქირურგთა კოლეგიების, ევროპის ქირურგთა და ონკოლოგთა საზოგადოებების წევრი.

ნინო წერუაშვილი

გამოცდილი ექიმი, პაციენტთა ჯანმრთელობაზე 2006 წლიდან ზრუნავს. იგი საქართველოში თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე არის ორიენტირებული. ექიმს პოსტდიპლომური სწავლება აშშ-ის წამყვან კლინიკებში აქვს გავლილი. ნინო წერუაშვილის სახელს უკავშირდება მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციაც.