„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ - AHT რეანიმაციის დეპარტამენტი, რომელიც წარმოდგენილია 23 საწოლფონდით, აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით. პროფესიონალი მედპერსონალისთვის უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტულია, როგორც პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე მათი საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული, მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
AHT-ის რეანიმაციის დეპარტამენტი ოთხ ქვეერთეულს აერთიანებს:
- Cardiac ICU (პოსტოპერაციული კარდიოქირურგიული ინტენისური თერაპია) - 6 საწოლი;
- Neuro ICU (პოსტოპერაციული ნეიროქირურგიული ინტენსიური თერაპია) - 7 საწოლი;
- General ICU (ზოგადი რეანიმაცია) - 5 საწოლი;
- Pediatric ICU (პედიატრიული ინტენსიური თერაპია) - 4 საწოლი;
- Isolation BOX (იზოლირებული ბოქსი პედიატრიული, ინფექციური პაციენტისათვის) - 1 საწოლი;
AHT-ის რეანიმაციის დეპარტამენტს გააჩნია ნებისმიერი სირთულის, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის მულტიორგანული დისფუნქციით, სრულფასოვანი მომსახურების გაწევის შესაძლებლობა. ამისთვის, ჰოსპიტალს გააჩნია საკმარისი, როგორც მატერიალური, ასევე ადამიანური რესურსი. ეს უკანასკნელი გულისხმობს ექიმი/ექთანი/პაციენტის საუკეთესო შეფარდებას მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებისთვის. ეფექტური მუშაობის მთავარ პრინციპს წარმოადგენს გუნდურობა ჰოსპიტლის ინტერდისციპლინურ დეპარტამენტთა შორის.
რეანიმაციის დეპარტამენტის საშტატო ერთეული 24/7 მოიცავს:
- 3 ექიმი
- 13 მედდა
- 5 მედდის დამხმარე;
- 2 რეინჯერი;
- დღე მუდმივად ინფექციის კონტროლის 1 მედდა;
- შეფარდება: ექიმი/ექთანი/პაციენტი - 1/4/8
AHT-ის რეანიმაციის დეპარტამენტის მედპერსონალი ჩართულია უწყვეტი განათლების პროგრამაში. ამ მიზნით, ჰოსპიტალში მუდმივად, წინასწარ შედგენილი გრაფიკით მიმდინარეობს სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ტრენინგები, სტაფის დინამიური პროფესიული შეფასება/გადამზადების პროცესი - ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტთან კოორდინირებით.
AHT-ის რეანიმაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს კრიტიკული მედიცინის ექიმი რეანიმატოლოგი, მაკა მიქაძე.