მიმოხილვა

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ – AHT, საერთაშორისო სტანდარტებითა და უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიური საშუალებებით გთავაზობთ ენდოკრინული პათოლოგიების მკურნალობას, როგორც ქირურგიული, ასევე მინიინვაზიური ანუ ლაპარასკოპიული გზით.  

ენდოკრინული ქირურგია ფოკუსირდება ადამიანის ორგანიზმის ჰორმონმაპროდუციერებელი ჯირკვლების ქირურგიაზე:

 

  • ფარისებრი ჯირკვალი;
  • პარათიროიდული ჯირკვლები;
  • თირკმელზედა ჯირკვლები;
  • პანკრეასის ჯირკვლები.

 

ქირურგიული და მინიინვაზიური მეთოდები:

  • ღია ქირურგიული ოპერაციები – ფარისებრი ჯირკვლის ცალმხრივი და სრული ამოკვეთა, სრული თირეოიდექტომია რეგიონულ ლიმფურ კვანძებთან ერთად;
  • პარათიროიდული ჯირკვლების ადენომების ამოკვეთა.

 

  • ეს ოპერაციები ტარდება კისრის წინა ზედაპირზე განივი, მცირე ზომის საყელოსებრი განაკვეთით (ე.წ. კოხერის მეთოდით).

 

  • მინი ინვაზიური მეთოდი – ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ოპერაცია – ტარდება განაკვეთის გარეშე, ლაპარასკოპიული მეთოდით.