ჩვენი მიზანია გულის რითმის დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით და ვართ ამ სფეროში მოწინავე რეგიონალურ ცენტრებს შორის.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ტექნოლოგიური რესურსები მოწინავეა რეგიონში და სამედიცინო გუნდი ცნობილია თავისი დიდი გამოცდილებით.

 

არითმოლოგთან ვიზიტი და კვლევების ჩატარება ნაჩვენებია როდესაც:

  • სიმპტომოტოლოგია მიუთითებს გულის არითმიაზე, როგორიცაა გულის ფრიალის შეგრძნება. გულისცემის აჩქარება რომელიც იწყება და მთავრდება უეცრად, არარეგულარული გულისცემა, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვის ეპიზოდი, რითმის დარღვევები გამოვლენილი ელექტროკარდიოგრამაზე, 24-საათიანი ჰოლტერზე ან ხანგრძლივი მონიტორინგის მოწყობილობაზე;
  • დაბალი გულისცემისადმი მიდრეკილება (<60 დარტყმა/წთ) ასოცირებული დაღლილობასთან, ვარჯიშის ამტანობის დაქვეითებასთან, თავბრუსხვევასთან ან დაღლილობასთან;
  • წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია) მუდმივი სიმპტომებით, მედიკამენტური მკურნალობის მიუხედავად;
  • კარდიოსტიმულატორის მქონე პაციენტი, რომელიც საჭიროებს მოწყობილობის შემოწმებას;
  • გენეტიკური კარდიოპათიის მქონე პაციენტი.

 

რა არის არითმიის რისკის ფაქტორები?

ზოგიერთმა რისკ ფაქტორმა შეიძლება გაზარდოს არითმიის განვითარების ალბათობა. ესენია:

  • გულის იშემიური დაავადება. კორონარული არტერიების დაზიანება.
  • გულის უკმარისობა ანამნეზში, ჩატარებული ოპერაცია გულზე.
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • გულის თანდაყოლილი მანკები;
  • ძილის აპნოე;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავდებები.

 

ალკოჰოლის, კოფეინის ან ნიკოტინის, სპეციფიური მედიკამენტების გადაჭარბებულმა მოხმარებამ, აგრეთვე სისხლის ელექტროლიტების დონის ცვლილებამ შეიძლება ასევე გაზარდოს არითმიის განვითარების რისკი.

ზოგიერთ არითმიას აქვს მნიშვნელოვანი გენეტიკური კომპონენტი. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს არითმია რაიმე ცნობილი რისკის ფაქტორის არარსებობის შემთხვევაშიც კი.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.