ვაშინგტონის Children's National Hospital-ის პედიატრიული კოლორექტალური და მენჯის რეკონსტრუქციული ქირურგი - მარკ ლევიტი თავის გუნდთან (CTO) ერთად „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“!
16 იანვარს, ვიზიტის ფარგლებში შედგა, პროფესორი მარკ ლევიტისა და AHT-ის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი დავითაიას კონფერენცია „კოროლექტალური და რეკონსტრუქციული ქირურგია თანამედროვე მეციდინაში“.
ცნობილმა ამერიკელმა პროფესორმა და მისი გუნდის წევრებმა, ქართველ კოლეგებთან ერთად, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ოპერაციები ჩაატარეს, რომელსაც პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით, კონფერენციის მონაწილეები ადევნებდნენ თვალ-ყურს.
„გასული წლის მაისში, სწორედ მარკ ლევიტის მიწვევით, ვიმყოფებოდი აშშ-ში ერთთვიანი ვიზიტით, ახლანდელი CTO-ს ვიზიტი „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისშიც“ სწორედ ვაშინგტონის ბავშვთა ნაციონალურ ჰოსპიტალთან თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა და მომავალშიც უფრო აქტიური ხასიათი ექნება,“ - აღნიშნა ირაკლი დავითაიამ.