#AHT: „საუბრები ონკოლოგიაზე“ - კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე AHT-ში!

On February 4, “World Cancer Day”, AHT oncologists and onco-surgeons responded by raising public awareness. On this day, in the conference hall of AHT, the oncologist of the hospital – Dr. Natia Jokhadze, and various specialists focused on issues that are not often talked about. The conference – “Talks about oncology” was opened by AHT oncologist Dr. Natia Jokhadze and in her presentation emphasized the science of oncology – from the beginning to the present day. After that, the director of quality and accreditation of the hospital –  Natalia Kalandarishvili spoke about the oncology services in AHT and their availability, and Dr. Nino Metreveli gave us a look “behind the scenes of the chemotherapy department”.

კონფერენცია - „საუბრები ონკოლოგიაზე“, AHT-ის ონკოლოგმა - ნათია ჯოხაძემ გახსნა და თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა ონკოლოგიის მეცნიერებას - დასაბამიდან დღემდე. ამის შემდეგ, ჰოსპიტლის ხარისხისა და აკრედიტაციის დირექტორმა - ნატალია კალანდარიშვილმა ისაუბრა AHT-ში არსებულ ონკოსერვისებსა და მათ ხელმისაწვდომობაზე, ხოლო „ქიმიოთერაპიის განყოფილების კულისებში“ ნინო მეტრეველმა შეგვახედა. ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენა ქიმიოთერაპიის დროს და კონფერენციის ფარგლებში, ამ საკითხზე თამთა დგებუაძემ ისაუბრა. როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიასა და ფსიქოსექსოლოგიურ პრობლემებს ქიმიოთერაპიის დროს - ეს თემა ნინა გოგოხიამ გაგვაცნო, ონკორეაბილიტაციაზე ყურადღება კი ეკატერინე სანიკიძემ გაამახვილა.
კონფერენციის ორგანიზატორებისა და მომხსენებლების მიზანი დამსწრე აუდიტორიის ინფორმირებულობა იყო, რაც კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციას - „საუბრები ონკოლოგიაზე“ დაესწრნენ არა მარტო „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები, არამედ, სრულიად ჯანმრთელი ადამიანები, რომლებმაც კონფერენციის შესახებ წინასწარ გამოქვეყნებული განცხადებით შეიტყვეს, ცხელ ხაზზე დარეკეს და ჩაეწერნენ.

აღმოვფხვრათ ხარვეზები! - კიბოს დიაგნოსტიკასა და მართვის მენეჯმენტის ყველა ეტაპზე, როგორც სხვადასხვა პროგრამებში, ასევე ლაბორატორიულ და მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევებში, - ეს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წლევანდელი სლოგანი გახლავთ.

AHT გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ, რომ შექმნათ თქვენი მომავალი კიბოს გარეშე! არ დაგავიწყდეთ, მოქმედების დრო სწორედ ახლაა, რადგან ყურადღებას მოაქვს ბედნიერება!

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.