#AHT: 12 მაისი - ექთნების საერთაშორისო დღე „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“

12 მაისი, ექთნების საერთაშორისო დღეა და მთელი მსოფლიო ამ დღეს 1974 წლიდან აღნიშნავს. ექთანთა საერთაშორისო საბჭოს - ICN-ის გადაწყვეტილებით, ექთნების საერთაშორისო დღედ ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღე - 12 მაისი გამოცხადდა. ფლორენს ნაითინგელი გახლავთ ქალბატონი, რომელმაც მე-19 საუკუნეში, საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ - AHT ადმინისტრაცია განსაკუთრებულად ზრუნავს ექთნებზე და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მათ თავდაუზოგავ შრომას თითოეულ პაციენტზე ზრუნვასა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაში. AHT-ში საუკეთესო გარემოა ექთნებისთვის, რათა პროფესიულად განვითარდნენ და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ.

მეტიც, „ამერიკული ჰოსპიტალი“ მომავალ ექთნებსა და მედდებზე მათი სტუდენტობიდანვე ზრუნავს - ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ექთანთა აკადემია, სადაც სტუდენტები თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევევბს ეუფლებიან.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ უმთავრესი მიზანია, ამიერკავკასიის მასშტაბით, გამორჩეულად მაღალი სტანდარტების ჰოსპიტლად ჩამოყალიბდეს. ამ მიზნის მისაღწევად, პროფესიონალ ექიმებთან ერთად, ექთანთა გუნდის თავდადებული შრომა და მათი ყოველდღიური რუტინა, რაც თითოეულ პაციენტზე ზრუნვაში გამოიხატება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სწორედ ამიტომ, 12 მაისი - ექთანთა საერთაშორისო დღე, AHT-ს ადმინისტრაციამ განსაკუთრებულად აღნიშნა.

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.