#AHT: საერთაშორისო კონფერენცია ნევროლოგიის ეპილეფსიის ექსპერტების შესახებ AHT-ში

16 აპრილს, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ - AHT, ეპილეფსიის ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრეგორი კუნცმა გახსნა.

AHT-ის ეპილეფსიის ცენტრი ნეირომეცნიერების ორ დიდ მიმართულებას - ნევროლოგიასა და ნეიროქირურგიას აერთიანებს, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების დეპარტამენტია.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გზირიშვილის განცხადებით კონფერენციის უმთავრესი მიზანი ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდოლოგიის განხივასთან ერთად, საქართველოში მოღვაწე ყველა წამყვანი ნევროლოგის, ნეიროქირურგის და ნეიროდიოლოგის თავმოყრა და მათთან სწორი კომუნიკაციის დამყარება გახლდათ.

როგორც ქ-მა ნინო გზირიშვილმა განმარტა, არსებობს ეპილეფსიის მკურნალობის ორი ძირითადი მიდგომა - ანტიეპილეფსიური მედიკამენტებითა და ნეიროქირურგიული ჩარევით.

„ჩვენი კლინიკის მიზანია პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სწორი მკურნალობის შერჩევით. მაშინ როდესაც ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით ვერ ხერხდება ეპილეფსიური შეტევების კუპირება, დღის წესრიგში დგება ეპილეფსიის

პრექირურგიული დიაგნოსტიკა და ნეიროქირურგიული ჩარევა, რომლის დანერგვა და განვითარება საქართველოში „გერმანულ-ქართული“ პროექტის ფარგლებში 2018 წლიდან დავიწყეთ და ამ ხნის მანძილზე, უკვე ოთხი ნეიროქირურგიული ჩარევა ჩატარდა. ეპილეფსიის ქირურგია უახლოეს მომავალში უკვე ჩვენს ჰოსპიტალშია დაგეგმილი. “ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ახლახანს დავიწყეთ ხანგრძლივი ვიდეო ეეგ მონიტორიგი „მიკრომედის“ ფირმის უახლესი აპარატურით, რომელიც აღჭურვილია მაღალი რეზოლუციის ვიდეო კამერით“, რაც გულყრების დიფერენციალური და სინდრომული დიაგნოსტიკის“ საშუალებას გვაძლევს,”- განაცხადა ნევროლოგმა ნინო გზირიშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველ ეპილეფსიის ექსპერტებთან ერთად მოწვეული იყვნენ პროფესორები თურქეთის რესპუბლიკიდან, კერძოდ ნეიროქირურგი მუსტაფა უზანი და ნევროლოგი ჩიგდემ ოზკარა.

საერთაშორისო კონფერენცია რეგულარულ ხასიათს მიიღებს, რათა საქართველოში დაინერგოს და განვითარდეს ეპილეფსიის მკურნალობის თანამედროვე მიდგომები.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.