#AHT: ის, რაც ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის შესახებ უნდა იცოდეთ!

სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება, რომ სიმსუქნე და ჭარბი წონა ყველაზე გავრცელებული ქრონიკული პათოლოგიაა, როგორც მოზარდებსა და მოზრდილებში, ასევე, ბავშვებშიც. მეტიც, ბოლო დროს, მსოფლიო მასშტაბით, ამ პათოლოგიით დაავადებულთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ეპიდემიის სახეც კი მიიღო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 0-დან 5 წლამდე ასაკის 42 მილიონი ბავშვი იყო ჭარბწონიანი, 2025 წლისათვის კი მოსალოდნელია, მათი რაოდენობა 70 მილიონამდეც კი გაიზარდოს. რაც შეეხებათ მოზრდილებს, მთელ მსოფლიოში, დააახლოებით, 1.7 მილიარდ ადამიანს აწუხებს სიმსუქნე და სამწუხაროდ, ეს რაოდენობა სწრაფად მზარდია.

სიმსუქნე, როგორც მსოფლიო პანდემია
იქიდან გამომდინარე, რომ სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებსა თუ მოზრდილებში სერიოზულ, მძიმე პათოლოგიად ითვლება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ ისეთ რისკთან ასოცირდება, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ღვიძლის პათოლოგიები, ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები, ძილის დარღვევები, ასთმა, სქესობრივი მომწიფებისა და ფსიქო-სოციალური პრობლემები და სხვა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სიმსუქნე და ჭარბწონიანობა მსოფლიო პანდემიაა.
სპეციალისტების განმარტებით, სიმსუქნისა და ჭარბი წონის პრობლემა პირდაპირკავშირშია არასწორ კვებასთან, არასაკმარის ფიზიკურ აქტივობასა და გენეტიკურ განწყობასთან. მეტიც, ერთმნიშვნელოვნად და გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ წონის მატებას ფსიქოემოციური მდგომარეობაც იწვევს.

როგორ მოვაგვაროთ ჭარბწონიანობის პრობლემა?
პასუხი მარტივია - ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიული პროცედურების შედეგად! ოპერაციული ჩარევის შემდეგ, პაციენტი თავისუფლდება ზედმეტი წონის 70-80%-გან, ასევე ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული ისეთი თანმხლები დაავადებებისგან, როგორებიცაა სიმსუქნე და ძილის დარღვევები. რაც მთავარია, ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიული პროცედურების შედეგად, ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და ხარისხს პაციენტების 95% უბრუნდება!
ბარიატრიული ქირურგია პათოლოგიური (მორბიდული) სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. იგი ემსახურება ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს პროცედურა მოიცავს, როგორც რესტრიქციული, ასევე მალაბსორბციული ოპერაციის ტიპების წარმოებას, კერძოდ, კუჭის ვერტიკალურ რეზექციას (Sleeve) და კუჭის Byppas ოპერაციებს.

ბარიატრიული ქირურგია AHT-ში
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ - AHT, გთავაზობთ ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის სერვისს, რომელიც მოიცავს პაციენტის წინასაოპერაციო მომზადებას, ოპერაციას, პოსტოპერაციულ პერიოდსა და რეაბილიტაციის ცენტრს - მეტაბოლური დარღვევების მქონე პაციენტების, მათი ქირურგიული და თერაპიული მკურნალობისთვის.
ჰოსპიტლის კვალიფიციური სპეციალისტები - ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, ფსიქოლოგი და კარდიოლოგი - ქირურგებთან ერთად, ოპერაციის წინა და პოსტოპერაციულ მონიტორინგს ახორციელებენ.

AHT-ის ბარიატრიული განყოფილება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მზადაა, მედიცინის უახლესი მიღწევების საფუძველზე, პაციენტებს გაუწიოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება!
კუჭის გასტრექტომია პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეთოდია. Sleeve-გასტრექტომიის მეთოდით, წონის ეფექტური და მუდმივი კლება მიზნად ისახავს კუჭის მოცულობის შემცირებას. მას შემდეგ, რაც შეკუმშვის შედეგად, კუჭი მილაკად ყალიბდება, საკვებისადმი ლტოლვა მცირდება და შესაბამისად, ტვინიც ნაკლებად გრძნობს შიმშილს.
AHT-ის ბარიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კობა სახეჩიძე ჭარბწონიან ყველა პაციენტს წონის კორექციას ურჩევს:
„ჩვენ, AHT-ის ბარიატრიული განყოფილების მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, მზად ვართ, ჩავატაროთ მასშტაბური ოპერაციები მინიმალური დაზიანებებით. რაც მთავარია, ამით ვზოგავთ პაციენტების დროს, რაც დღეს უმნიშვნელოვანესია. ყველა ჭარბწონიან პაციენტს ვურჩევ, რაც შეიძლება დროულად მიმართონ წონის კორექციას, ვინაიდან ეს არის ნაბიჯი, რომელიც განსაზღვრავს მათ ხვალინდელ დღეს! მობრძანდნენ იქ, სადაც დაცული იქნება მათი ფუნდამენტური, ჯანმრთლობის უფლება!“

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.