#AHT: ყველაფერი, რაც ორსულებმა თვითმფრინავით მგზავრობისას უნდა გაითვალისწინონ

მოგზაურობას თან სდევს სასიამოვნო განწყობა, ახალი თავგადასავლები, გართობა და მხიარულება. თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია მგზავრობის გარეშე - ზოგს საქმიანი შეხვედრა აქვს უცხოელ პარტნიორთან დაგეგმილი, ზოგს ვიზიტი აქვს დაჯავშნილი ექიმთან, ზოგიც, უბრალოდ, ტურისტული ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად მიემგზავრება. ხშირია შემთხვევა, როდესაც მგზავრობა ორსულებსაც უწევთ და მათთვის გარკვეული რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია. სასურველია, მომავალმა დედებმა ეს რეკომენდაციები გაითვალისწინონ, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო გახადონ მგზავრობა, როგორც საკუთარი, ასევე - ნაყოფის ჯანმრთელობისთვისაც. რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან ორსულებმა ფრენის დროს? გვესაუბრება „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ - AHT, მეან–გინეკოლოგი თათია ცხომელიძე.

იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა ფიზიოლოგიურია და გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ფრენა უსაფრთხოა. რასაკვირველია, სჯობს, რომ ფრენამდე, ორსულმა კონსულტაცია გაიაროს პირად ექიმთან, რომელსაც წინასწარ უნდა შეუთანხმდეს თვითმფრინავით მოგზაურობის შესახებ, ხოლო მგზავრობისას, თან უნდა იქონიოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

თათია ცხომელიძე გვიხსნის, რომ ყველაზე საშიში და არასასურველი გართულება, რაც, შესაძლოა, ფრენას მოჰყვეს, თრომბოემბოლიის რისკია. შესაბამისად, ზუსტად ან გართულების პრევენცია აუცილებელია. ფრენის დროს, განსაკუთრებით, დაბალი რისკჯგუფის ორსულებში, თრომბოემბოლიის პრევენცია ორ ძირითად და მარტივ კომპონენტს მოიცავს - თავიდან უნდა აიცილოთ დეჰიდრატაცია და მაქსიმალურად იაქტიუროთ.

ფრენის დროს, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

• ფრენის დროს, დეჰიდრატაციისგან დასაცავად, მიიღეთ 1-1.5 ლიტრი სითხე, სასურველია, ჩვეულებრივი წყალი;

• ყოველ ერთ-ორ საათში ერთხელ, ადექით და სალონში გაიარეთ;

• თუ ფრენა დიდხანს გრძელდება, რეკომენდებულია, ჩაიცვათ გრძელყელიანი ელასტიური წინდები;

• უპირატესობა მიანიჭეთ სპორტულ ტანსაცმელსა და კომფორტულ ფეხსაცმელს;

• ფრენის დროს, ფეხზე გაიხადეთ;

• მოერიდეთ რთულად მოსანელებელ და ზედმეტად ცხიმიან საკვებს.

გახსოვდეთ, რომ ორსულობისას, ნაყოფი კარგადაა დაცული თქვენს საშვილოსნოში და მისთვის საუკეთესო „ინკუბატორს“ წარმოადგენთ. საშვილოსნო, მენჯის ძვლები და მუცლის ღრუ საიმედოდ იცავს პატარას, მაგრამ უმჯობესია, თავი შეიკაოთ ხანგრძლივი, დამღლელი და არაკომფორტული მგზავრობისგან.

• სასურველია, ორსულებმა 4 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში იფრინონ!

In many cases, during the first trimester of pregnancy, they refrain from flying, because during this time, expectant mothers feel more discomfort (they get tired easily, suffer from vomiting and frequent urination). It is best to consult with the representatives of a particular airline in advance and let them know that you are pregnant, because each company has a different and individual policy in terms of letting the  pregnant woman on board.

  • თუ ერთნაყოფიანი ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს და მომავალი დედაც ჯანმრთელია, ასეთ შემთხვევაში, შორ მანძილზე ფრენა დაშვებულია ექიმების მიერ, ოღონდ მხოლოდ 36 კვირამდე!
  • გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ავიაკომპანია ორსულობის 28 კვირის ზემოთ, ჯანმრთელობის დამადასტურებელ ცნობას ითხოვს!
  • თვითმფრინავით მგზავრობისთვის საუკეთესო პერიოდი ორსულობის მეორე ტრიმესტრია!
  • ორსულობის ბოლო ვადებზე (34-35 კვირა და ზემოთ), ფრენისგან თავი შეიკავეთ!

სხვა სიახლეები

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.